|
|
"რეზონანსი "
ეკლესია რომელიმე პარტიას არ მფარველობს
(ინტერპრესნიუსი) კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიის მიერ რომელიმე პარტიის მფარველობის შესახებ გავრცელებულ აზრს უარყოფს. ამის შესახებ განცხადება ილია ||-მ გუშინ პატრიარქის საქველმოქმედო ფონდში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში ვრცელდება აზრი, რომ ეკლესია მხარს უჭერს ან მფარველობს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. "საქართველოს ეკლესია ჩვენი ეროვნული და ქრისტიანული ფასეულობების დამცველია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკლესიამ შეადუღაბოს ერი. ასე რომ, არ არის სწორი, თითქოს ეკლესია რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს იცავს," - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |