"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

თურქმენეთში უფასო ბენზინი ნორმირებულად გაიცემა

(ინტერპრესნიუსი) თურქმენეთში დღეიდან ძალაში შევიდა საავტომობილო ბენზინის უფასო ნორმირებული გაცემა მსუბუქი ავტომობილების კერძო მფლობელები ყოველთვიურად 120 ლიტრის ოდენობის ბენზინის ტალონებს მიიღებენ, კერძო სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების მფლობელები - 200 ლიტრისას, მოტოციკლის მფლობელები კი - 40 ლიტრის ტალონს.

ყველა საწვავი ამ ნორმის ზევით ახალი კომერციული ფასებით გაიყიდება, რომელიც თითქმის 8-ჯერ გადააჭარბებს აქამდე არსებულ ფასებს. მთლიანობაში, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 15 ცენტი გახდება, რაც 5-ჯერ ნაკლებია ყაზახეთში, ხოლო 6-ჯერ ნაკლები რუსეთში არსებულ ფასებთან შედარებით.

ტაქსის მძღოლების მტკიცებით, მათ უფასო ტალონები მხოლოდ რამდენიმე დღე ეყოფათ. 1993 წლიდან თურქმენეთში ბენზინი ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტი იყო.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com