"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

სახელოვნებო სკოლების პედაგოგები ხელფასებს ითხოვენ

(პირველი) სახელოვნებო სკოლების პედაგოგები 2007 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2008 წლის იანვრის თვეების ხელფასებს ითხოვენ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებით, კაჭრეთის, ვაჩნაძეანის, ველისციხის, კარდენახისა და გურჯაანის სამუსიკო სკოლების მასწავლებლებს ადგილობრივი ხელისუფლებისადმი არაერთი თხოვნის მიუხედავად, 3 თვის ხელფასი ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურში სახელფასო დავალიანების მიზეზად ბიუჯეტში თანხების არარსებობას ასახელებენ.

გურჯაანის რაიონი მთელ საქართველოში ერთადერთია, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამსახურების თანამშრომლებს გასული წლის ხელფასები დღემდე არ მიუღიათ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com