"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ანდრიაძემ "ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა" დააფუძნა

(მედიანიუსი) კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გუშინ "ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობა" დაფუძნდა. პრეზენტაცია თბილისში, პატრიარქის ფონდის ოფისში გაიმართა. მისი დამფუძნებელი და ინიციატორია გიორგი ანდრიაძე. საინიციატივო ჯგუფის წევრები კი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არიან.

როგორც გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, მოძრაობა აპოლიტიკურია და მისი მიზანი ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დაცვა იქნება. "ამ მოძრაობის წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან. ისინი თავიანთ სფეროში გაატარებენ იმ პრინციპებს, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეებში არის ჩამოყალიბებული. ამდენად, საპროგრამო მასალაზე საერთოდ არ გვიმუშავია. უბრალოდ, პატრიარქის ბოლო ხუთი წლის ეპისტოლეებიდან ამონარიდები შევაჯერეთ," - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com