"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ნათელაშვილს პატრიარქი ტელეფონით ესაუბრა

(მედიანიუსი) ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაბრუნდება.

როგორც ლეიბორისტულ პარტიაში განაცხადეს, საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ნათელაშვილს ტელეფონით ესაუბრა, დალოცა და გამოჯანმრთელება უსურვა.

შალვა ნათელაშვილს გულის ოპერაცია ავსტრიაში გაუკეთეს. ამჟამად იგი სარეაბილიტაციო კურსს გადის.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com