"რეზონანსი "
# 38
სამშაბათი, 12 თებერვალი, 2008 წელი

ივანოვი: რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობას არ აპირებს

(მედიანიუსი) რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის განცხადებით, კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას.

ივანოვის განმარტებით, დასავლელი პოლიტიკოსები ცდებიან, როდესაც აცხადებენ, თითქოს რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას აპირებს.

რუსეთი სწორედ იმიტომ ეწინააღმდეგება კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომ ეს პრეცედენტი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და აღიარებულ საზღვრებს, - აღნიშნა ივანოვმა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com