"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

ოპოზიციამ პარლამენტთან აქციის გამართვის ნებართვა მიიღო

(პირველი) თბილისის მერიამ გაერთიანებულ ოპოზიციას 15-დან 25 თებერვლამდე პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების ჩატარებაზე თანხმობა მისცა. დადებით პასუხთან ერთად, თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვედიანმა ოპოზიციის ლიდერები მკაცრად გააფრთხილა.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც ომისა და ძალადობის პროპაგანდას წარმოადგენს, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს აღვივებს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განზრახ შეფერხება", - შეახსენა ოპოზიციონერებს ახვლედიანმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შეკრება ან მანიფესტაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მოთხოვნით უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის ორგანიზატორებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. როგორც ცნობილია, 8 თებერვალს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის მერიაში განაცხადი წარადგინეს, რომლითაც 15-დან 25 თებერვლის ჩათვლით პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციების გამართვის ნებართვას ითხოვდნენ.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com