"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

"საქართველოს რკინიგზის" ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს

(პირველი) "საქართველოს რკინიგზაზე" გამოცხადებული ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის პროცესი შესაძლოა, გახანგრძლივდეს. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, ამჟამად სამინისტროშო 5 კომპანიის განხილვა მიმდინარეობს.

"რკინიგზით დაინტერესებულ კომპანიებს სერიოზული წინადადებები აქვთ წარმოდგენილი და მათი განხილვა დეტალურად ხორციელდება", - განმარტეს უწყებაში.

როგორც ცნობილია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ "საქართველოს რკინიგზაზე" ტენდერი შარშან გამოაცხადა. რკინიგზის გასხვისება პარლამენტსა და მის გარეთ დღემდე კამათის საგნად რჩება.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com