|
|
"რეზონანსი "
"ქართული აკადემია" რეფერენდუმს ითხოვს
(პირველი) "ქართული აკადემია" საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც "ქართული აკადემიის" წევრებმა განაცხადეს, ამ საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში შეიძინა, ვინაიდან საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მოდელით შეცვლის საკითხი პრეზიდენტობის კანდიდატთა უმრავლესობის პროგრამაში იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, როგორც მოძრაობის წევრები განმარტავენ, "ხელისუფლების შტოებს შორის დაუბალანსებელმა სისტემამ წარმოშვა მოთხოვნა - "საქართველო პრეზიდენტის გარეშე". როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მაისში ჩატარდება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |