|
|
"რეზონანსი "
უკრაინაში რუსული გაზის მიწოდება არ შეწყდება
(ინტერპრესნიუსი) რუსული გაზის მიწოდება უკრაინაში ხვალ არ შეწყდება, - იუწყება "რია-ნოვოსტი" უკრაინის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით. "მოსკოვში გამართული "ნაფტოგაზის" და "გაზპრომის" მოლაპარაკებების მთავარი შედეგია, რომ გაზის მიწოდება უკრაინისთვის არ შეწყდება", - აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში. მათივე ცნობით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას წინა თვეებში გაზის მოხმარებაზე ტექნიკური აქტების ხელმოწერაზე და ვალის შემდგომ დაფარვაზე. "გაზპრომის" მიერ წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინას რუსეთის წინაშე დაახლოებით 500-მილიონიანი ვალი აქვს, რაც 1,5 მლრდ კბ.მ გაზის საფასურს წარმოადგენს. დავალიანების არგადახდის შემთხვევაში, "გაზპრომი" უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებოდა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |