|
|
"რეზონანსი "
ქუთაისში პედაგოგებმა აქცია განაახლეს
(პრაიმ-ნიუსი) ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გუშინაც ჩაიშალა. პედაგოგები სკოლაში დილიდან მივიდნენ, თუმცა გაკვეთილებს არ ატარებენ. ისინი კუთვნილი გაზისა და ელექტროენერგიის ვაუჩერებს მოითხოვენ. როგორც სახელმწიფო სუბსიდირების სამსახურში განმარტავენ, თავიდანვე გაუგებრობა მოხდა და აღნიშნული სკოლის პედაგოგები სიიდან გამორჩათ. მათივე ინფორმაციით, ვაუჩერები უკვე იბეჭდება და ქუთაისში დღეს ჩაიტანენ. აღნიშნული მოთხოვნით პედაგოგები ორშაბათს გაიფიცნენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |