|
|
"რეზონანსი "
"თამარი" მხოლოდ "ნინოს" ჩამორჩება
(მედიანიუსი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით ქალის სახელთა შორის "თამარი" პოპულარობით მხოლოდ "ნინოს" ჩამორჩება. 13 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკურმა სამმართველომ გაცემული პირადობის მოწმობების საფუძველზე კვლევა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ 16 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში 74 581 თამარია. კვლევა მოიცავს სახელი "თამარის" კნინობით-ალერსობით ფორმებსაც: თამარა, თამუნა, თამუნია და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ სახელის პოპულარობა 80-იანი წლებიდან მკვეთრად მატულობს. მსგავსი კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მოქალაქეთა ერთიანი მონაცემების ელექტრონული ბაზა შეიქმნა. 16 წელს მიღწეული ყველა მოქალაქე ვალდებულია პირადობის მოწმობა აიღოს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს პირადობის მოწმობას უფასოდ გასცემენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |