|
|
"რეზონანსი "
მეგობრული სვეტი ლიტვიდან ალინა ტალინტუტე
ლიტვაში ყოველი ახალი წლის დაწყება "ევროვიზიის" ტურნესთან ასოცირდება და მარათონიც აქტიურ ფაზაში შედის. მიმომხილველებმა ამას უკვე უწოდეს "უფასო ცირკი", რამდენადაც სახელმწიფო ტელევიზიაში კონკურსზე არა მარტო ის ადამიანები მიდიან, ვისაც სურვილი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს, არამედ დამწყები მომღერლებიც და მათ შორის ავანტურისტებიც, რომელთაც სურთ, რომ მუსიკალური საზოგადოებას თავი გააცნონ. საქართველოს მოსახლეობა, ალბათ, ძნელად გაიგებს, თუ რატომ იწვევს ყოველ ლიტველში ეს კონკურსი დიდ ემოციებს. საქართველომ ხომ ამ კონკურსში პირველად გასულ წელს მიიღო მონაწილეობა და მაშინაც მაღალი, მე-12 ადგილი დაიკავა. ლიტველებისთვის ეს კონკურსი შედარებით რთულია. პირველი ლიტველი "ევროვიზიაზე" 1994 წელს გაემგზავრა და მაშინ მან ბოლო ადგილი დაიკავა. რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ 1999 წელს ისევ ვცადეთ ბედი და ისევ უიღბლოდ - 23 მონაწილიდან მხოლოდ მე-20 ადგილი გვერგო. იყო მხოლოდ ორი გამონაკლისი, 2006 წელს მივიღეთ მე-6 ადგილი, 2001 წელს კი - მე-13. ამიტომ, ნებისმიერი ლიტველისთვის "ევროვიზია", თავის მხრივ, გარკვეულ რუბიკონად იქცა, რაზე გადაბიჯებაც არის ეროვნული პატივისცემის საქმე. ყოველ წელს რამდენიმე ათასი ადამიანი უსხდება ტელევიზორს და ისე გულშემატკივრობს მომღერალს, როგორც საყვარელ კალათბურთის გუნდს. პრესაში იწყება სპეკულაცია, სად და რა თანხით მოვიწვიოთ მომავალ წელს კონკურსანტები და სტუმრები, რამდენადაც გამარჯვება რეალურად ამ ტურში გადაწყვეტილია. რასაკვირველია, მორიგი წარუმატებლობა იმედებს კიდევ ერთი წლით სწევს და მოდის კომენტარები, რატომ ამჯერადაც არ გაგვიმართლა. ამის შესახებ წერენ გაზეთებში, საუბრობენ სამსახურებში, მიდის დებატები ტელევიზიით და რასაკვირველია, ინტერნეტით... ლიტველებს განსაკუთრებით აღშფოთებთ ის ფაქტი, რომ მეზობელმა ლატვიამ და ესტონეთმა კონკურსი უკვე მოიგეს და ამით, არც თუ ცუდი, რეკლამა გაიკეთეს. შეიძლება კიდევ შეეგუო იმას, რომ ესტონეთმა ისევ წინ წაიწია. რასაკვირველია, არა. ჭკვიანი ადამიანები ისევ მარჩიელობენ იპოვონ წარმატების რეცეპტი. ერთხელ დაიქირავეს ბერძენი სპეციალისტიც იმ იმედით, რომ შუაევროპულ "გემოს" აზიარებდა. ამ წელს ევროპელების გულის დაპყრობას ახალგაზრდა გრძელთმიანი როკერი, საკუთარი ლირიული ბალადებით შეეცდება. "ტწქფვთ შტ ერუ ტშპრე" ლიტვაში არც ისე ცნობილი პიროვნებაა, თუმცა, შანსებზე უკვე თავად საუბრობს და თანაც ხმამაღლა. თუ ღმერთმა ქნა და ისევ წავაგეთ, საკუთარ თავს არ დაადანაშაულებს, ის ხომ მთელმა ქვეყანამ აირჩია. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად, ვის დაადანაშაულებენ, ახალბედა აზერბაიჯანელს, რომელიც თავის დებიუტს ანგელოზისა და დემონის შთამბეჭდავი კოსტიუმის შეასრულებს. შეიძლება ტრადიციულად დაადანაშაულონ "ბალკანური მაფია" - ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის ერთმანეთს აძლევენ ხმას. მაგრამ, მეორეს მხრივ, ხომ ხმის მიცემა კონკურსის ყველაზე საინტერესო მომენტად ითვლება. მაგალითად, ირლანდია უკვე რამდენიმე წელია ყველაზე მაღალ ქულას - 12-ს ლიტველ შემსრულებელს აძლევს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ 100 ათასამდე ლიტველი ცხოვრობს მწვანე კუნძულზე. საინტერესოა ამ წელს რამდენ ხმას მოგვცემენ საქართველოდან. გასულ წელს ქართველ მომღერალს - სოფიას (სოფო ხალვაში - "რ") ლიტველებმა 12 ქულა მისცეს. ეს კი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ლიტველებში საქართველო არა მარტო სახელისუფლებო წრეებში, არამედ ლიტვურ საზოგადოებრივ წრეებშიც დიდ სიმპათიებს იმსახურებს. სამწუხაროა, რომ თავისი 12 ქულა საქართველომ სხვა ქვეყნებს მისცა, რითაც ლიტველებს გამარჯვების შანსი კიდევ ერთხელ მოუსპო. ვიმედოვნებთ, რომ ლიტველი როკერის ხმა ამჯერად ქართველდ მსმენელს მოხიბლავს და მაყურებლები უფრო ბევრჯერ აკრეფენ საკუთარ მობილურ ტელეფონზე მის ნომერს. რამდენადაც, თუ ერთხელ მაინც დაეწევა ლიტვა ესტონეთს გამარჯვებაში, ეს ხომ ქართველი მეგობრების დამსახურება იქნება.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |