"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

გორის სამხედრო ბაზაზე მუშებს ხელფასებს არ აძლევენ

(ინტერპრესნიუსი) თავდაცვის სამინისტროს გორის მშენებარე ბაზიდან უხელფასობის გამო მუშები სამსახურიდან მიდიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მუშები ხელმძღვანელობას რამდენიმე დღის წინ დაუპირისპირდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელფასების მიღება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ორი თვის ხელფასი არც ამ მშენებარე ობიექტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მიუღიათ. ხელმძღვანელობა მათ დაპირებებს აძლევდა, რომ ისინი ხელფასებს მიიღებდნენ, თუმცა მუშებს მათი დაპირების აღარ სჯერათ და სამსახურის დატოვება გადაწყვიტეს. ამ დროისთვის, როგორც თავად აცხადებს, დაახლოებით ათამდე მუშაა დარჩენილი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ბაზის მშენებარე ობიექტზე



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com