"რეზონანსი "
# 39
ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2008 წელი

ვაჩეიშვილი ბიბლიოთეკარებს შეხვდა

(ინტერპრესნიუსი) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გუშინ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს.

"საქართველოს რეგიონებში მრავალი წელია არ განახლებულა და გარემონტებულა ბიბლიოთეკები. სახელმწიფოს მიზანია, დაინგრეს საბჭოთა დროის საბიბლიოთეკო სისტემა და ახალი, ევროპული სტანდარტი იქნას შემოღებული", - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკების რეაბილიტაციის პროგრამა უახლოეს მომავალში ამუშავდება.

"გათვალისწინებული იქნება ბიბლიოთეკართა მოთხოვნები და შენიშვნები. უნდა ვიცოდეთ, როგორია მათი ხედვა საქართველოში საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით", - განაცახდა ვაჩეიშვილმა.

კულტურის მინისტრსა და ბიბლიოთეკების დირექტორებს შორის შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com