"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

ტლაშაძე: ოქრუაშვილი პატარკაციშვილის ბედს არ გაიზიარებს

(პირველი) თავდაცვის ექსმინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები მწუხარებას გამოთქვამენ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და იმედი აქვთ, რომ მათი ლიდერი პატარკაციშვილის ბედს არ გაიზიარებს.

"ხელისუფლების ხელში არა მარტო ცნობადი პოლიტიკური სახეების, რიგითი მოქალაქეების სიცოცხელესაც კი საფრთხე ემუქრება. ბადრი პატარკაცაშვილის გარდაცვალების ფაქტი ძალიან სამწუხაროა და აუციელებელია გამოძიების დაწყება, რომ ყველა არსებულ კითხვას ობიექტური პასუხი გაეცეს," - განაცხადა "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თეო ტლაშაძემ.

რაც შეეხება თავად მოძრაობის ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც, როგორც ცნობილია, ბოლოდროინდელ სკანდალურ მოვლენებამდე პატარკაციშვილს რამდენჯერმე ესაუბრა, ამჟამად კი ქართული მხარის მოთხოვნით ექსტრადიციას საფრანგეთში ელის, ტლაშაძის აზრით, "თავდაცვის ექსმინისტრი მსგავსი ფაქტისგან დაცულია, რადგან საფრანგეთი არის ქვეყანა, სადაც იგი თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობს."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com