"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

შევარდნაძე: "ამ ქვეყანაში ბევრი პატარკაციშვილის წინაშე მართალი არ არის"

(პირველი) ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე "საქართველოსთვის დიდ დანაკარგად" მიიჩნევს.

"მისი წასვლა ძალიან დიდი დანაკლისია. მე ვიცი, რომ პატარკაციშვილს ბევრი რამის გაკეთება უნდოდა ქვეყნისათვის," - განაცხადა შევარდნაძემ.

ექსპრეზიდენტის მონაცემებით, "ბადრი პატარკაციშვილი ჯანმრთელი ადამიანი იყო და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს არასოდეს უჩიოდა."

"ვიდრე არ დაიდება ოფიციალური დოკუმენტი პატრაკაციშვილის გარდაცალების მიზეზების შესახებ, მე ვერანაირ ეჭვს ვერ გამოვთქვამ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ამ ქვეყანაში ბევრი ვინმე მის წინაშე მართალი არ არის. არ დავაკონკრეტებ, ვის ვგულისხმობ, მიმხვედრი მიხვდება."



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com