"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

თბილისში "საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო - საქართველოს" საერთო კრება გაიმართება

(პირველი) 2008 წლის 14 თებერვალს ბანკ "რესპუბლიკის" ცენტრალურ ოფისში "საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო - საქართველოს" საერთო კრება გაიმართება.

ბიზნეს-საბჭოს შექმნის ძირითადი მიზანი საქართველოსთვის ღია საბაზრო სისტემის უზრუნველყოფა, საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული ბიზნეს-ურთიერთობების ხელშეწყობა, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობისა და საინვესტიციო საქმიანობის ზრდა, გაძლიერება და განვითარებაა.

კომერციული და საინვესტიციო ურთიერთობის განვითარების მიზნით "საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო - საქართველოს" ფარგლებში საფრანგეთის და საქართველოს სავაჭრო პალატებთან და ბიზნეს-საწარმოებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის დამყარდება.

"საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო - საქართველოს" დამფუძნებლები ბანკი "რესპუბლიკა", "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", "კასტელი-საქართველო", "ქართული მინისა და მინერალური წყლების კომპანია", "ჯორჯიან ფროფერთისი", "სენ-მიშელი", "აგრიტექნიქს ჰოლდინგი", "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა", "მერტ და მოზელის სავაჭრო-სამრეწველო პალატა" არიან.

"საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო - საქართველოს" გახსნის ცერემონიალს საფრანგეთის ელჩი დაესწრება. საერთო კრებაზე საბჭოს პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი დასახელდებიან.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com