|
|
"რეზონანსი "
უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავლები, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს
(პირველი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის განცხადებით, "გლობალური საფინანსო სექტორის კონკურენტუნარიანობის შესახებ" კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რეზიდენტი ფიზიკური პირები უცხოური წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებზე ნულოვანი განაკვეთით დაიბეგრებიან. გარდა ამისა, როგორც გურგენიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2009 წლის 1-ლი იანვრიდან დაბეგრვა მოიხსნება საჯარო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ დივიდენდებზე და მათი გაყიდვით მიღებულ შემოსავლებზე. "ყველა საერთაშორისო საფინანსო საწარმო, რომელიც 2009 წლიდან დაფუძნდება, მოგების და სხვა გადასახადისგან გათავისუფლდება", - განმარტა პრემიერმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება ფოთისა და სხვა ინდუსტრიული ზონების შექმნასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, შესაბამის ზონებში რეგისტრირებული საერთაშორისო საწარმოები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |