"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

კლიმიაშვილი: პატარკაციშვილი პოლიტიკაში ძალით მოიყვანეს

(მედიანიუსი) პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, არკადი (ბადრი) პატარკაციშვილს ქართულ პოლიტიკაში თავისი ადგილი არ ჰქონდა და ის პოლიტიკაში "თავისუფლების ინსტიტუტმა" ძალით მოიყვანა.

როგორც რამაზ კლიმიაშვილმა განაცხადა, პოლიტიკურ ასპარეზზე მის გამოსვლას თავის დროზე გიგა ბოკერია ითხოვდა.

პოლიტოლოგის განმარტებით, კულისებში დარჩენის შემთხვევაში ის ოპოზიციას დააფინანსებდა, რაც საბოლოოდ ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდებოდა. თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანით ამის შანსი არ მისცეს, რაც "ჭკვიანური და მზაკვრული ჩანაფიქრი" იყო.

ცხინვალი მოსახლეობისგან იცლება

(მედიანიუსი) მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ცხინვალი ნელ-ნელა მოსახლეობისგან იცლება. ცხინვალს ძირითადად ახალგაზრდები ტოვებენ, რადგან ქალაქში მათი დასაქმების და სწავლისთვის პირობა არ არის შექმნილი. ასევე, მათ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები შეიარაღებულ ფორმირებებში სამსახურს აიძულებენ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვლადიკავკაზში მიდის.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com