"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

ვინ დაასრულებს "იმედთან" დაკავშირებით მოლაპარაკებებს

(პირველი) ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის, ბიძინა ბარათაშვილის განცხადებით, კომპანია "ნიუს კორპსა" და ბადრი პატარკაციშვილს შორის "ტელეიმედის" აქციებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდებოდა.

"ტელეიმედის" აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილი "ნიუს კორპორეიშენის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და დიალოგი დასასრულის პირას იყო, მაგრამ საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ არ იყო მიღწეული. ამდენად, ვინ დაასრულებს აღნიშნულ მოლაპარაკებებს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია", - განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ბარათაშვილმა.

ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელი ასევე შეეხო გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 15 თებერვალს ტელეკომპანიამ შესაძლოა, მაუწყებლობა განაახლოს. ბარათაშვილმა აღნიშნული ცნობა არ დაადასტურა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com