"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

ილია ||: "ის იყო დიდი ადამიანი"

(ინტერპრესნიუსი) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ||-მ განაცხადა, ბადრი პატარკაციშვილს ისტორია დაიმახსოვრებს.

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო დიდ მწუხარებას გამოვთქვამ. ის იყო დიდი ადამიანი, მისი სახელი ჩვენს ისტორიაში დარჩება", - განაცხადა პატრიარქმა.

აღიშნული განცხადება პატრიარქმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, მისი აღსაყდრების 30-ე და დაბადებიდან 75-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაციაზე გააკეთა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com