"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

პატარკაციშვილის ოჯახს სააკაშვილმაც მიუსამძიმრა

(ინტერპრესნიუსი) საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამო განცხადება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"მძიმე სახელმწიფო დანაშაულში ბრალდების მიუხედავად, ყველა ადამიანის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა. გამოვთქვამ მწუხარებასა და თანაგრძნობას მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი სამშაბათს ლონდონში, საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com