"რეზონანსი "
# 40
ხუთშაბათი, 14 თებერვალი, 2008 წელი

ჯოჯუა: ბადრი პატარკაციშვილს თბილისში აუცილებლად გადმოასვენებენ

(ინტერპრესნიუსი) პარლამენტის წევრმა გოჩა ჯოჯუამ გუშინ ღამით ბადრი პატარკაციშვილის დის, მზია თორთლაძის სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბადრი პატარკაციშვილს თბილისში აუცილებლად გადმოასვენებენ.

გოჩა ჯოჯუას განცხადებით, დღეს ოჯახის მეგობრები ლონდონში გაემგზავრებიან და საბოლოოდ გაირკვევა დეტალები, თუ როდის იქნება გადმოსვენებული თბილისში ბადრი პატარკაციშვილი.

მისი თქმით, გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ საქმის გამოძიებაში "სკოტლანდ იარდის" განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტი ჩაერთო.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com