|
|
"რეზონანსი "
"სტანდარტ ბანკის" ახალი მფლობელი 24 თებერვლამდე გახდება ცნობილი
(ინტერპრესნიუსი) "სტანდარტ ბანკის" ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, 24 თებერვლამდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ "სტანდარტ ბანკში" საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა. ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაციის "სტანდარტ ბანკში" ყოფნის ვადა სწორედ 24 თებერვალს იწურება. "აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ ინვესტორებთან", - განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, "სტანდარტ ბანკის" გაყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება ბანკის აქციონერებმა უნდა მიიღონ. "სტანდარტ ბანკში" საქართველოს ეროვნული ბანკის დროებითი ადმინისტრაცია 2007 წლის 24 ნოემბერს შევიდა. ბანკის მართვას ახორციელებს "სალფორდ საქართველო", სადაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებდნენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |