"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

ქუთაისის #14 საჯარო სკოლაში გაფიცვა შეწყდა და სასწავლო პროცესი განახლდა

(ინტრეპრესნიუსი) ქუთაისის #14 საჯარო სკოლაში გუშინ გაფიცვა შეწყდა და სასწავლო პროცესი განახლდა. პედაგოგები სამი დღე გაფიცულები ვაუჩერების მიუღებლობის გამო იყვნენ.

როგორც განათლების რესურსცენტრის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, სკოლის 85-მა პედაგოგმა, რომლებიც თავის დროზე სიიდან გამორჩათ, ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერები სწორედ გუშინ მიიღეს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com