|
|
"რეზონანსი "
ეკონომიკის ახალმა მინისტრმა დასაქმების პროგრამა გააკონტროლა
(ინტერპრესნიუსი) ეკონომიკური განვითარების მინისტრ ეკატერინე შარაშიძისა და დამსაქმებელთა შეხვედრა უკვე დასრულდა. შეხვედრას იმ კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც დასაქმების პროგრამაში არიან ჩართული - "ვისოლი", "ცენტრ პოინტი", "მადნეული", "სახალხო ბანკი", "აქსისი" და სხვა. დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე საუბარი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობასა და იმ პრობლემებს შეეხო, რომელიც დასაქმების პროცესში წარმოიშვა. ეკონომიკური განვითარების მინისტრი "აქსისს" ეწვია და ტაუერების მშენებლობას დაათვალიერებს და იქ დასაქმებულებსაც შეხვდა. შარაშიძის თქმით, საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრის ძირითადი საშუალება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ეკატერინე შარაშიძე შეხვედრას მომდევნო კვირაში სხვა კომპანიებში დასაქმებულებთანაც გეგმავს. როგორც გაირკვა, სამომავლოდ აქცენტი აღნიშნული პროგრამის რეგიონებში განხორციელებაზე გაკეთდება. დასაქმების პროგრამა გასული წლის 5 დეკემბერს დაიწყო. რეგისტრაცია სულ 110.000 დასაქმების მსურველმა გაიარა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |