|
|
"რეზონანსი "
საქართველოს ელექტროსისტემაში უახლესო ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება
(ინტერპრესნიუსი) "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ცენტრალურ სადისპეტჩეროში თსფვფ-ს სისტემის მართვის ფარის სამონტაჟო სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. თსფვფ-ს პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით კომპანია "სიმენსი" ახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, უახლესი ტექნოლოგიის თსფვფ-ს სისტემის მართვის ფარი ენერგოსისტემის მართვას უფრო ოპერატიულს გახდის. პროექტი მსოფლიო ბანკისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მართვის ფარის შეცვლასთან ერთად, პროექტი მაღალი ძაბვის ქვესადგურების სისტემაში კავშირგაბმულობის რეაბილიტაციას გულისხმობს. თსფვფ-ს სისტემის დახმარებით მართვის ფარზე ინფორმაცია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის სისტემა მთლიანად კომპიუტერიზებული იქნება. პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ენერგოსისტემა ექნება. "ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მხარდამჭერი პროექტი" მსოფლიო ბანკმა 2001 წლის დასაწყისში დააფინანსა. პარლამენტმა ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია 2002 წლის აპრილში მოახდინა. მსოფლიო ბანკმა ენერგოსისტემის რეფორმირებისათვის საქართველოს 27 მილიონი დოლარი უნდა გამოუყოს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |