|
|
"რეზონანსი "
ავტობუსის მძღოლებს ახალი უნიფორმები ექნებათ
(ინტერპრესნიუსი) თბილისის მერიის შპს "თბილისის ავტობუსმა" უნიფორმის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ობიექტი 3 ლოტადაა დაყოფილი. | ლოტი ითვალისწინებს 2000 ცალი მამაკაცის ჟილეტების შეძენას, || ლოტი - 2000 მამაკაცის პერანგების, ხოლო ||| ლოტი - 2000 მამაკაცის ჰალსტუხის შეძენას. ტენდერში, შესაძლებელია, გამოვლინდეს ერთი ან რამდენიმე გამარჯვებული. დასაშვებია ალტერნატიული წინადადების წარმოდგენა. მიწოდების სავალდებულო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში გრაფიკის მიხედვითაა. პრეტენდენტებმა ტენდერში მონაწილეობის სურვილის განაცხადი 6 მარტს უნდა წარმოადგინონ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |