"რეზონანსი "
# 41
პარასკევი, 15 თებერვალი, 2008 წელი

მსოფლიოში ნავთობის მოხმარება პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება

(ინტერპრესნიუსი) მსოფლიოში ნავთობის მოხმარება პროგნოზირებულზე ნაკლები იქნება. ამის შესახებ საქარველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მოხსენებაშია ნათქვამი.

2008 წელს ნავთობის მოხმარების პროგნოზი ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტებმა დღეში 200 ათასი ბარელით, 87,6 მლნ ბარელამდე შეამცირეს. დაახლოებით ერთი თვის წინ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ 2008 წელს მსოფლიოში ნავთობის მოხმარება დღეში 87,8 მლნ ბარელამდე გაიზრდებოდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com