|
|
"რეზონანსი "
"ქართული აკადემიის" განცხადება
საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, მისი ადგილმდებარეობითაა განპირობებული. ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების პრაქტიკული განხორციელებისას ადგილმდებარეობის სრულფასოვანი გამოყენება კი იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყანას ექნება განვითარებული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა და მისი ეფექტური მართვის სისტემა. ამ მხრივ, უდავოა, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი რკინიგზაა. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რკინიგზის მართვას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო და ამ ობიექტის მართვით არეგულირებდეს ურთიერთობას მეზობელ ქვეყნებთან. საქართველოს, როგორც სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფანს, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი და პოლიტიკური თუ ეკონიმიკური დატვირთვა, თუ საგარეო პოლიტიკის ჭრილში ქვეყნის ხელისუფლება ასეთი ობიექტების მეშვეობით მოახერხებს მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების რეალიზაციას. საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი გადაწყვეტილება რკინიგზის პრივატიზაციის შესახებ ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია შემდეგი სახელმწიფოებრივი და ეროვნული მნიშვნელობის ძირითადი საფრთხეების გამო: 1. საქართველოს სტრატეგიული როლის დაკარგვა ან მისი მკვეთრი შემცირება; 2. სხვა ქვეყნების ინტერესთა დაუბალანსებლობა და აქედან გამომდინარე მძიმე პოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემები; 3. სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს რკინიგზის გამოყენება თვითონ საქართველოს პოლიტიკური და, განსაკუთრებით, ეკონომიკური ინტერესების საზიანოდ; 4. საქართველოს მოსახლეობისათვის მომსახურებისა და წარმოებებისათვის ტარიფის ზრდა, რისი მაგალითებიც უკვე უხვად გვაქვს პრივატიზებულ ობიექტებზე (ასე, მაგალითად, ენერგეტიკული ობიექტების გაყიდვამ გამოიწვია დენისა და გაზის ტარიფების კატასტროფული ზრდა, რამაც საქართველოს წარმოებები თავისთავად გახადა არაკონკურენტუნარიანი, მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას და შესამჩნევად დაძაბა სოციალური ფონი და სხვ.))
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |