|
|
"რეზონანსი "
რუსი პროკურორი საკუთარ სახლთან მოკლეს
(ინტერპრესნიუსი) სარატოვის ოლქის პროკურორი ევგენი გრიგორევი უცნობმა თავდამსხმელებმა საკუთარ სახლთან მოკლეს. რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ევგენი გრიგორევი საკუთარ სახლთან გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. სროლის ხმა არავის გაუგონია, რაც სამართალდამცავებს იმის ეჭვს აძლევს, რომ გასროლა მაყუჩიანი იარაღიდან მოხდა. შემთხვევის ადგილზე მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მასრებიც იქნა ნაპოვნი. სამართალდამცავების ინფორმაციით, მკვლელობა დაკვეთილი იყო, რადგან პროკურორს ჯერ გულ-მკერდის არეში ესროლეს, ხოლო საკონტროლო ტყვია თავში აქვს მოხვედრილი. პროკურატურის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში იმასაც ამბობენ, რომ ევგენი გრიგორიევის მკვლელობა მის საქმიანობას უკავშირდება და თავისი თანამდებობით ვიღაცას გარკვეულ საკითხებში ხელი ეშლებოდა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |