|
|
"რეზონანსი "
სამშვიდობოები ქართულ მედიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებენ
(ინტერპრესნიუსი) აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლობა ქართულ მედიას მორიგი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ რუსი სამშვიდობოების ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. სარდლობის განცხადებით, ოჩამჩირესთან მდებარე პოლიგონზე სამშვიდობოების გეგმიური მომზადება მიმდინარეობს და არა სამხედრო სწავლება, როგორც ამას ქართული მედია იუწყებოდა. "მსგავს საცეცხლე მომზადებას ყველა სამშვიდობო გადის, რომლის დროსაც საშტატო იარაღიდან სროლაში ვარჯიშობს. რაც შეეხება რუსი სამშვიდობოების მომზადებაში უკანონო შეიარაღებული ფორმირებიდან 300 აფხაზის მონაწილეობას, ეს აბსოლუტური ტყუილია ისევე როგორც ის, რომ სწავლებას აფხაზი სეპარატისტების სამხრეთის სარდალი ვლადიმერ ანუა ხელმძღვანელობს," - აცხადებს სამშვიდობოების სარდლობა და დასძენს, რომ რუსი სამშვიდობოები მანდატის სრული დაცვით მოქმედებენ
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |