|
|
"რეზონანსი "
"მრეწველები" ხმალაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ
(ინტერპრესნიუსი) ფრაქცია "მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე დარწმუნებულია, რომ ვახტანგ ხმალაძე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატურა იქნება. ამბობს, რომ ყოველთვის აყენებდა ხოლმე ვახტანგ ხმალაძის კანდიდატურას, რადგან მის მაღალ პროფესიონალიზმში დარწმუნებულია. "ხმალაძე კონსტიტუციის ავტორია და კარგად იცის, როგორც კონსტიტუცია, ისე საარჩევნო კანონმდებლობა. მასზე უფრო კარგი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე არ მეგულება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წევრი იქნება ვახტანგ ხმალაძე, რადგან ვინც მას კარგად იცნობს, ყველამ იცის, რომ საკუთარ თავთანაც კი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ არ არის დარწმუნებული მის ობიექტურობაში," - აცხადებს ტყემალაძე. ამასთან, ხმალაძე ადასტურებს, რომ ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელისუფლებას მის კანდიდატურას სთავაზობს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |