|
|
"რეზონანსი "
შპს "იბერია" ფასადების შეღებვისთვის გათვალისწინებულ თანხას ითხოვს
(მედიანიუსი) 14 თებერვალს გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თეა ძიმისტარაშვილმა შპს "იბერიას" სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დაახლოებით 320 000 ლარის ანაზღაურებას ითხოვს. შპს "იბერია" აცხადებს, რომ მას გორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2005 წელს ფასადების შეღებვისთვის გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, საქმეში არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტი არასათანადო მოპასუხეა. კერძოდ, 2007 წლის 6 ივლისს შპს "იბერიამ" ხელშეკრულება გააფორმა გორის განვითარების ფონდთან და არა გორის მუნიციპალიტეტთან. ხელშეკრულების მიხედვით, გორის განვითარების ფონდი ვალდებული იყო, შპს "იბერიისთვის" დაახლოებით 450 000 ლარი გადაერიცხა მას შემდეგ, რაც "იბერია" გორში, სტალინის ქუჩაზე, 20 კორპუსის ფასადების სარემონტო სამუშაოებს დაამთავრებდა. ხელშეკრულების გაფორმების დროს შპს "იბერიას" ავანსის სახით 140 000 ლარი გადაერიცხა. თავად გორის განვითარების ფონდი 2005 წლის ზაფხულიდან ლიკვიდირებულია.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |