|
|
"რეზონანსი "
"მრეწველები" ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც დიალოგისკენ მოუწოდებენ: ტყემალაძე: "ჩვენ აქციაზე ვიყავით და ვიქნებით კიდეც. მაგრამ, მთავარია, პრობლემები დიალოგით გადაწყდეს" რუსიკო მაჩაიძე
გაერთიანებულ ოპოზიციას "ახლებიც" შეუერთდნენ და ხელისუფლების მისამართით ერთობლივად უკვე არა მოთხოვნებს, არამედ ულტიმატუმს აყენებენ. ზუსტად ერთი კვირა აქვს ხელისუფლებას იმისათვის, რომ შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციები უკიდურესი ფორმებით დაიწყება. ეს გადაწყვეტილება ერთიანმა ეროვნულმა საბჭომ "ახლებთან" ერთად მიიღო. "ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა იმ აქციაში, რასაც ატარებს ეროვნული საბჭო. მომავალი აქციაც იქნება ერთობლივი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ მხოლოდ ერთობლივი გზით შეიძლება მიაღწიოს იმას, რომ ხელისუფლება დიალოგზე წამოიყვანოს", - აცხადებს "ახლების" წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია. მისი თქმით, მათთან ერთად არიან "მრეწველებიც". ოპოზიციასთან ერთად ყოფნას ადასტურებს ზურაბ ტყემალაძეც. თუმცა, პარალელურად ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოუწოდებს, დიალოგი არ შეწყვიტონ. იძლევა თუ არა ხელისუფლების საპასუხო მემორანდუმი დიალოგის გაგრძელების საშუალებას და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებთან დაკავშირებით "რეზონანსი" ზურაბ ტყემალაძეს ესაუბრა. ზურაბ ტყემალაძე: მე მიმაჩნია, რომ დიალოგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. პირველ რიგში, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროზე მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები იმ შეთანხმებებიდან გამომდინარე, რაც დიალოგისას მიღწეული იქნა, რათა ამ საკითხების დროული აღსრულება მოხდეს. ასევე მოვუწოდებ ოპოზიციას, დიალოგის გზით მივიღოთ გადაწყვეტილებები. მე მათ გავახსენებ პატრიარქის მოწოდებას, რომ პრობლემები დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას და მისი სიტყვები მარტო კი არ უნდა ვიმეოროთ, არამედ უნდა შევასრულოთ, რაც არ უნდა ძნელი იყოს. "რ": თქვენ თვლით, რომ დიალოგის გაგრძელების შანსი არის. ზ.ტ: მე ვიფიქრობ, რომ ხელისუფლების მემორანდუმში ჩანს ის ნიშნები, რომ შეთანხმება მიღწევადია და შეიძლება, რომ შეთანხმება მიღწევადი იყოს. "რ": ანუ, თქვენ თვლით, რომ ეს მემორანდუმი არც ისეთი საგანგაშოა. ზ.ტ: საგანგაშო მაშინ არის რაღაც, როდესაც ხელი უნდა ჩაიქნიო. ახლა ჩვენ ხელის ჩაქნევის უფლება არა გვაქვს. მინდა, გითხრათ, რომ მემორანდუმში ცოტა ლავირებული ტექსტია მოცემული მათ მიერ. მაგრამ მითითებულია, თუ ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმებას, გაკეთდება ეს და ესო. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, არსებობს კიდევ რაღაც შეუთანხმებელი მომენტები. შეთანხმება უნდა არსებობდეს ორივე მხრიდან. კონსულტაციების დროს ერთი ორი საკითხის გარდა შეთანხმება თითქმის ყველა საკითხზე იქნა მიღწეული. მაგრამ რატომღაც ისევ ქართულმა სიჯიუტემ იჩინა თავი, თუ ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. ყველა იმას უყურებს, ეს ნაბიჯი არ ჩაეთვალოს გამარჯვებად თუ დამარცხებად. მე სწორედ იმას ვამბობ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და უნდა ვთქვათ, რომ ეს საჭიროა ხალხისა და ქვეყნისთვის და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ამას სისუსტეში ჩაგვითვლიან თუ სიძლიერეში. ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი შერიგება, ნებისმიერი ბოდიშის მოხდა, როდესაც ეს არის საჭირო, ეს არის არა სისუსტის, არამედ სიძლიერის მაჩვენებელი. "რ": თქვენ ოპოზიციას უერთდებით. ზ.ტ: ცხადია. ჩვენ აქციაზეც ვიყავით და ვიქნებით კიდეც. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. "რ": ოპოზიციას ახალი გაერთიანება ფაქტობრივად დავით გამყრელიძემ შესთავაზა. თქვენ იცოდით ამის შესახებ. ზ.ტ: რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ამას მოვისმენდი ჩვენი კონსულტაციების დროს და არა ტელევიზიით. მაგრამ, არა უშავს, კონსულტაციის გამართვა, ალბათ, ამის შემდეგაც შეიძლება. "რ": ეს იდეა თქვენთვის მისაღებია. ზ.ტ: საერთოდ ოპოზიცია რომ ერთიანი უნად იყოს, ცხადია. რა თქმა უნდა, ყველაზე სწორი და კარგი იქნებოდა, რომ იდეოლოგიურად თანხვედრილი ოპოზიციური პარტიები ერთად გამოდიოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული რეალობიდან გამომდინარე ხანდახან ეს რთულად მიღწევადია ხოლმე. ასე იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც და მე მგონი, ასე იქნება საპარლამენტო არჩევნების დროსაც. გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენია. რადიო სხვისია. ახლა ბევრს ლაპარაეობენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მისი მუშაობის პრინციპზე, ახალ სამეურვეო საბჭოზე, მომავალ ხელმძღვანელობაზე. დაბეჯითებით შემიძლია ვამტკიცო, რომ უმრავლესობა, ვინც ამ საკითხებზე მსჯელობს, საზოგადოებრივ მაუწყებელში" მხოლოდ ტელევიზიას გულისხმობს და საერთოდ ივიწყებს რადიოს არსებობას. საზოგადოებრივი რადიო კი მუშაობს... თავის ფუნქციასაც, როგორც მისი მსმენელები ამბობენ, არც თუ ურიგოდ ასრულებს, თუმცა არავინ არ იცის, რის ფასად ახერხებს ამას ბოლო წლებში მაქსიმალურად შემცირებულ "ოპტიმიზებული" რადიოს შემოქმედებით-ტექნიკური ჯგუფი. ქვეყნის პირველ მაუწყებელს, საქართველოს რადიოს, რომლის ისტორია 1925 წლიდან იწყება, ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უდგას. არ მინდა, ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელ ხელმძღვანელობას ვაკრიტიკებ, არა! არც წინა ხელმძღვანელები იღლებოდნენ რადიოზე ზრუნვით. ამ რეპლიკის მიზანი მხოლოდ ერთია - მომავალი სამეურვეო საბჭო სიღრმისეულად დაინტერესდეს რადიოს პრობლემებით! ყოველგვარი დაპირისპირების წინააღმდეგი ვარ, მითუმეტეს ერთ დაწესებულებაში, მაგრამ...
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |