|
|
"რეზონანსი "
რადიოს თანამშრომლებს მოგვწყინდა ტელევიზიის ჩრდილში ყოფნა!
ტექნიკაა შესაძენი. - ჯერ ტელევიზიას და თქვენ მერე... რემონტია გასაკეთებელი. - ჯერ ტელევიზიაში და თქვენთან მერე... ხელფასებია გასაზრდელი. გადაცემებია გასაძლიერებელი. - ჯერ ტელევიზიაში და... მერე... ეს "მერე" არა და არ მოვიდა! ამიტომაც მივმართავ საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალ ხელმძღვანელობას: ამ დაწესებულების მართვას თუ მართლა დემოკრატიული პრინციპებით აპირებთ, ჩვენც, რადიოს თანამშრომლებიც ხალხის ნაწილი ვართ და ჩვენც დაგველაპარაკეთ, ჩვენც გვკითხეთ რაიმე! უამრავი საინტერესო მოსაზრება და წინადადება გვაქვს.
გიორგი ჩოკოშვილი, საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "ღია სტუდიის" წამყვანი, კომენტატორი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |