|
|
"რეზონანსი "
"რესპუბლიკამ" ფილიალების გახსნა განაახლაბოლო 10 თვის განმავლობაში მარჯანიშვილის ფილიალი საქართველოში უკვე მეათეა ნინო ალექსიძე
საქართველოს საბანკო სივრცეში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა "რესპუბლიკამ", თბილისში კიდევ ერთი ახალი ფილიალი გახსნა. ფილიალი, რომელიც აღმაშენებლის 112-ში განთავსდა, მომხმარებელს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. 2008 წელს ბანკის კიდევ 11 ფილიალისა და სერვის-ცენტრის გახსნაა დაგეგმილი. ბანკის სტრატეგია კვლავ უცვლელია - იგი ვითარდება საცალო და კორპორაციული მიმართულებით. ბოლო 10 თვის განმავლობაში მარჯანიშვილის ფილიალი ჩვენს ქვეყანაში უკვე მეათეა, ხოლო თბილისში - მეხუთე, რომელსაც ბანკი "რესპუბლიკა" ქსელის გასაფართოებლად საფინანსო ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალთან" ინტეგრაციის შემდეგ ხსნის. მთლიანად საქართველოს მასშტაბით ბანკი "რესპუბლიკა" 36 ფილიალისა და სერვის-ცენტრის მეშვეობით ემსახურება მომხმარებელს. ბანკ "რესპუბლიკას" მარჯანიშვილის ფილიალში მომხმარებლებს ყველა იმ პროდუქტს შესთავაზებენ, რომლითაც ბანკია ბაზარზე წარმოდგენილი. "ძირითადად, ფილიალი გათვლილია საცალო მომსახურეობაზე. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ბანკი "რესპუბლიკას" ყველა პროდუქტით. ფილიალის მეშვეობით შეუძლია კომუნალური გადასახადების დაფარვა. ხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და ა.შ.", - აღნიშნავს მარჯანიშვილის ფილიალის მმართველი, მარეხ ბარნოვი. ფილიალის საზეიმო გახსნას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ბანკ "რესპულიკას" გენერალური დირექტორი, ჟილბერ ი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა პაპაშვილი დაესწრნენ. ჟილბერ იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "სოსიეტე ჟენერალთან" ინტეგრირებული ბანკის წლევანდელი სტრატეგია მომხმარებლებისათვის უფრო მეტი დახვეწილი და ინოვაციური მომსახურების გაწევა იქნება. რისთვისაც, ბანკი "რესპუბლიკა" მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებასაც გეგმავს. "ბანკ "რესპუბლიკას" სამი ძირითადი მიმართულება აქვს - მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის შეთავაზება, მომხმარებელთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა და საუკეთესო მომსახურება. წელს, "რესპუბლიკა" მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც ფილიალების ქსელის გაფართოებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და ადამიანური რესურსების გაძლიერებას მოხმარდება", - განაცხადა ჟილბერ იმ. ბანკ "რესპუბლიკაში" კარგად იციან, რომ კარგი კადრი ნიშნავს უმაღლესი ხარისხის მომსახურეობას. ამიტომაც, ბანკი თანამშრომელთა ცოდნის, კვალიფიკაციის ამაღლებაზეც განუწყვეტლივ ზრუნავს. "დაახლოებით 60 კვალიფიციური თანამშრომელი დავიქირავეთ შარშან. წელსაც, იმავე რაოდენობის თანამშრომელთა აყვანას ვგეგმავთ. მთავარია არა თანამშრომელთა რაოდენობრივი, არამედ მათი საქმიანობის ხარისხობრივი საკითხები. კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ბანკში მოქმედებს ტრენინგ-ცენტრი, რომელიც ყოველწლიურად ეხმარება უამრავ ადამიანს", - აღნიშნა ჟილბერ იმ. ფაქტია, რომ ბანკი "რესპუბლიკა" მუდმივად და ამავე დროს, ყველა საბანკო მიმართულებით ვითარდება. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ბანკის კაპიტალში დამატებით რამდენიმე მილიონი ლარი ჩაიდება. "რა თქმა უნდა, ვამახვილებთ ყურადღებას საცალო მომსახურეობაზე, მაგრამ მთელი ძალისხმევით ვმუშაობთ კორპორატიული სეგმენტის უფრო მეტად დახვეწაზეც. ბანკი "რესპუბლიკა" უნივერსალური ბანკია. იგი ყველა მიმართულებით ვითარდება", - აცხადებს ლაშა პაპაშვილი. ბანკმა "რესპუბლიკამ" ქართველ მომხმარებელს ბოლო პერიოდში მრავალი ახალი საცალო პროდუქტი შესთავაზა. სხვადასხვა სერვისებთან ერთად, შარშან დაინერგა ახალი იპოთეკური სესხი "ჩემი კუთხე", რომლის საპროცენტო სარგებელი 13%-დან იწყება და სესხის მოქმედების ვადა 25 წლამდე განისაზღვრება. აღნიშნული სესხი წარმატებული აღმოჩნდა 2007 წელს ისეთ საბანკო პროდუქტებთან ერთად, როგორიცაა "ესპრესო", "გრანდ ესპრესო", "ფორმულა 1", "კომფორტი". მათი დამახასიათებელი ნიშნებია გაცემის სისწრაფე და სიმარტივე და მიმზიდველი პირობები. საგულისხმოა, რომ პროდუქტების დანერგვიდან დღემდე, მათზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. პროდუქტმა ზუსტად უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილება, - ასეთია ბანკ "რესპუბლიკას" მიდგომა. მაგალითად, სესხი "ესპრესო" სწრაფად გაიცემა, ყოველგვარი ფორმალური და ადმინისტრაციული გართულებების გარეშე. "გრანდ ესპრესო" უფრო დიდი მოცულობის სესხია, ამდენად, უფრო მეტ დოკუმენტაციასთან და უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული. "ფორმულა 1" - მანქანის, ხოლო "კომფორტი" კი საყოფაცხოვრებო საგნების შეძენაში დაგეხმარებათ. უახლოეს ხანებში მომდევნო ინოვაციურ პროდუქტს ბანკი "რესპუბლიკა" მომხმარებლებს წარუდგენს და შესთავაზებს. ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" დახმარებით, კლიენტს შესაძლებლობა მიეცემა, უძრავი ქონება საფრანგეთის ნებისიმიერ წერტილში შეიძინოს. ბანკ "რესპუბლიკას" საცალო საბანკო მომსახურეობის განყოფილების უფროსის, არმენ მათევოსიანის თქმით, ახალი საკრედიტო ბარათით ბანკი "რესპუბლიკა" ბაზარზე 3-4 თვეში გავა. "ბანკი "რესპუბლიკა" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბანკია იპოთეკურ დაკრედიტებაში. შარშან ჩვენი ბაზრის წილი იპოთეკური დაკრედიტების კუთხით სამჯერ გაიზარდა. ტრადიციას წელსაც გავრგრძელებთ, რადგანაც "რესპუბლიკას", როგორც საერთაშორისო ბანკს, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა აქვს. საზოგადოება უხალოეს ხანებში მომდევნო სიახლის შესახებ დაწვრილებით შეიტყობს. არა მარტო საქართველოში, არამედ საფრანგეთში ვიწყებთ უძრავი ქონების გაყიდვას, იპოთეკური დაკრედიტების ევროპული, 5-6%-იანი საპროცენტო განაკვეთებით. ანუ, ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" გასცემს სესხს საქართველოს მოქალაქეზე, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რომ უძრავი ქონება ევროპული საპროცენტო განაკვეთით საფრანგეთში შეიძინოს. ამ ახალი საკრედიტო ბარათით ბაზარზე სავარაუდოდ 3-4 თვეში გავალთ. "დღესდღეობით ჩვენ იპოთეკურ დაკრედიტებაში ვმუშაობთ მინიმუმ 13%-იანი განაკვეთით. საშუალო განაკვეთი 14.5%-ს შეადგენს. ვფიქრობ, რომ პროცენტი დაეცემა, რადგანაც ერთი კიდევ ბაზარზე შემოვიდა სეროხული მოთამაშე - ბრიტანული რთის, რომელსაც საკმაოდ აგრესიული გეგმები აქვს. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ იპოთეკური დაკრედიტების კუთხით, წმინდად ქართული ბანკების კონკურენტული უპირატესობები ცოტათი შემცირდება, რადგანაც საერთოშორისო ბანკებს ყველაზე იაფი რესურსები აქვს. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ 13% იქნება არა მინიმუმი განაკვეთი, არამედ ჩვეულებრივი საშუალო საპროცენტო განაკვეთი", - აცხადებს არმენ მათევოსიანი. საგულისხმოა, რომ ბანკი "რესპუბლიკა" ძალიან აქტიურია სამომხმარებლო დაკრედიტების კუთხითაც. ამ მიმართულებით ძირითადი ფაქტორია ქსელის გაფართოება. მიმდინარე წელს დამატებით 11 ფილიალის გახსნა, უფრო მეტი მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობას გაზრდის. 2006 წლის 29 სექტემბერს, ბანკ "რესპუბლიკას" აქციათა პაკეტის 60%-ის მფლობელი ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი" გახდა. ხოლო აქციათა 10% ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა. ბანკი "რესპუბლიკა" წამყვანი კომერციული ბანკია საქართველოში, როგორც საცალო, ასევე ფინანსურ მომსახურეობაში მუდმივად ზრდადი ოპერაციების მხრივ. ბანკში დასაქმებულია 750-ზე მეტი ადამიანი. ბანკის წილი მთლიან საბანკო დეპოზიტებში 11%-ს, ხოლო მთლიან საბანკო სესხებში - 7%-ს შეადგენს. კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 9%-ია. ბანკი "რესპუბლიკა" ფლობს საბანკო ბარათების ბაზრის 30%-ს. 2006 წელს მისი აქტივები 65%-ით გაიზარდა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |