|
|
"რეზონანსი "
სუბარი ოქრუაშვილის პარტიის ოფისის ყადაღას უკანონოდ მიიჩნევს
(პირველი) სოზარ სუბარი თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადებას უკანონოდ მიიჩნევს. როგორც სახალხო დამცველის ოფისში აცხადებენ, უწყებამ გიორგი ათონელის 327-ში მდებარე 137 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის და მასზე მოთავსებული შენობის საკითხი შეისწავლა, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად კიდევ 10 ადამიანს ეკუთვნის. შენობა სასამართლოს ბრძანების თანახმად დაყადაღებულია და მას დაცვის პოლიცია იცავს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შენობაში დაცვის პოლიციის ყოფნა და მფლობელთათვის შენობით სარგებლობის ხელშეშლა უკანონოა. 15 თებერვალს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ადგილზე დაათვალიერეს დაყადაღებული შენობა-ნაგებობა. შესასვლელში მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მიცემული დავალების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოადგინეს. სახალხო დამცველმა დაცვის პოლიციის უფროსს ზაზა გელაშვილს რეკომენდაციით მიმართა, დაუყოვნებლივ აღკვეთოს შენობის უკანონო დაცვა, რათა მესაკუთრეებმა მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა შეძლონ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |