|
|
"რეზონანსი "
გელბახიანი პატარკაციშვილის გარდაცვალებას ეხმაურება
(ინტერპრესნიუსი) ვალერი გელბახიანი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ იგი სიტყვის თავისუფლების, სამართლიანობისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას ემსხვერპლა. გელბახიანის განცხადებას მისი ყოფილი ფრაქცია ავრცელებს. როგორც გელბახიანი ამბობს, ქვეყანამ დაკარგა ჭეშმარიტი სულისკვეთების კაცი, რომელიც უდიდესი დანაკლისია მთელი ერისათვის. "იგი ისეთივე დანაკლისია, როგორიც საქართველოს დამოკიდებლობისათვის ბრძოლისთვის შეწირული ბუმბერაზი მამულიშვილები.მათი ღირსების კვალდაკვალ პატარკაციშვილმა წამოიწყო პოლიტიკური ბრძოლის ახალი ეტაპი სიტყვის თავისუფლებისათვის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისათვის. სწორედ ამ უდიდესი სიკეთისთვის ბრძოლას ემსხვერპლა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძლიერი სიყვარული ამოძრავებდა..."
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |