|
|
"რეზონანსი "
გურგენიძის ყოფილმა ბანკმა აუქციონში კახა კალაძეს აჯობა
(ინტერპრესნიუსი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი შენობა "საქართველოს ბანკმა" იყიდა. როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აცხადებენ, გაგარინის 29ა-ში მდებარე გზების დეპარტამენტის ყოფილი შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. "საქართველოს ბანკი" ობიექტში 8,7 მლნ-ს გადაიხდის. კონკურსში კახა კალაძის მიერ დაფუძნებილი "პროგრეს ბანკიც" მონაწილეობდა. ობიექტი აუქციონზე ხელმეორედ გაიტანეს. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 8594 კვ.მ-ს, ხოლო მიწის ფართობი 13 900 კვ.მ-ს შეადგენს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი შენობა ექსპლუატაციაში 1976 წელს შევიდა, მისი მშენებლობა კი 1970 წელს დაიწყო. თანამშრომლებმა გზების დეპარტამენტის შენობა გასული წლის აგვისტოში დაცალეს. დეკემბერში კი მასში ცენტრალური საარჩევნო კომისია განთავსდა, რომელიც მისამართს კიდევ ერთხელ შეიცვლის.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |