|
|
"რეზონანსი "
ძმამ ძმა მოკლა
(ინტერპრესნიუსი) ქუთაისში, გოგებაშილის ქუჩაზე გუშინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია 60 წლის სოსო ვაშაყმაძე. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ძმამ, 71 წლის მამია ვაშაყმაძემ ჩაიდინა. მკვლელობის მოტივები და დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს. ამოღებულია მკვლელობის ნივთმტკიცება - "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |