|
|
"რეზონანსი "
მოლდოვა უკრაინისგან ქართველი "ქურდის" გადაცემას ითხოვს
(მედიანიუსი) მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინისაგან ოფიციალურად მოითხოვა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის მალხაზ ჯაფარიძის გადაცემა. ე.წ. კანონიერი ქურდი მალხაზ ჯაფარიძე წელიწადნახევრის წინ მოლდოვის ციხიდან გაიქცა და თავი უკრაინას შეაფარა. უკრაინაში ის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მალხაზ ჯაფარიძე ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, გამოძალვაში, იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენაში. მალხაზ ჯაფარიძე მოლდოველმა სამართალდამცავებმა 2002 წელს დააკავეს. 2007 წლის ზაფხულში კი, ის ციხიდან გაიქცა.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |