"რეზონანსი "
# 44
ორშაბათი, 18 თებერვალი, 2008 წელი

ოქრუაშვილი: პატარკაციშვილი ბუნებრივი მიზეზებით არ გარდაცვლილა

(მედიანიუსი) საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის აზრით, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ბუნებრივი მიზეზებით არ გარდაცვლილა. ესგანცხადება ოქრუაშვილმა რუსეთის "პირველი არხის" ჟურნალისტთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრა პარიზში ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე შედგა, სადაც რუსმა ჟურნალისტმა ყოფილ მინისტრთან ინტერვიუ ჩაიწერა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, პატარკაციშვილის მოშორება საქართველოს ხელისუფლებისთვის მომგებიანი იყო. ის გავლენიანი ადამიანი იყო, ბევრ რაიმეს წყვეტდა პოლიტიკაში და მისი გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია.

რუს ჟურნალისტთან საუბარში ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას პატარკაციშვილის ლიკვიდაცია ჯერ კიდევ 2005 წელს დაავალა და ის "პრემიერ-მინისტ რაფიკ ხარირივით უნდა მომკვდარიყო".



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com