"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

მედვედევი: საქართველოსთან საერთო ენას გამოვნახავთ

(ინტერპრესნიუსი) უკრაინასთან და საქართველოსთან რუსეთის ურთიერთობებში გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტობის კანდიდატი დიმიტრი მედვედევი ინტერნეტგამოცემა "იტოგი"-სთვის მიცემული ინტერვიუში.

"ვერაფერ ფატალურს ვერ ვხედავ. უკრაინასთან ერთად ჩვენ ვმოქმედებთ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად. ჩვენი პრობლემა არ არის, რომ უკრაინელ კოლეგებს საკუთარ მთავრობასთან დღეს დიდი სირთულეები აქვთ. როდესაც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს ომი ყველა პოლიტიკურ ძალა შორის, ძნელია რაიმეზე შეთანხმება, განსაკუთრებით სახელმწიფოთაშორისო დონეზე", - აღნიშნა მედვედევმა.

მისივე შეფასებით, საქართველოსთან ისტორია გაცილებით რთულია, მაგრამ არც აქ არის გადაუწყვეტელი პრობლემა.

"შეხების წერტილები ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. რუსეთი მზად არის ურთიერთობისთვის. ჩვენს უფლებებში არ შედის თანამოსაუბრის არჩევა, დიალოგს ვაწარმოებთ იმასთან, ვინც იქნება. ეჭვი არ მეპარება, კავკასიის ამ რესპუბლიკასთან აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას, დღეს თუ არა, ხვალ მაინც", - აღნიშნა ინტერვიუში მედვედევი.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com