|
|
"რეზონანსი "
გაჩეჩილაძე "რუსთავი 2"-ს ბოდიშს არ მოუხდის
(პირველი) გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ამის შესახებ "ერთიანი ეროვნული საბჭოს" წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა. "ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხადას არ ვაპირებთ, პირიქით, ვფიქრობ, რომ გაჩეჩილაძემ "რუსთავი 2"-ის ზოგიერთი ჟურნალისტს და მის საქმიანობას სწორი შეფასება მისცა," - აღნიშნა ძიძიგურმა. მისი თქმით, ოპოზიციას ტელეკომპანიის ჟურნალისტების უმრავლესობასთან კარგი ურთიერთობა აქვს, "თუ არ ჩავთვლით ზოგიერთს, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცრუის მანქანას ემსახურება." როგორც ცნობილია, 14 თებერვალს ინგა გრიგოლიას გადაცემა "პრაიმ ტაიმში" "ერთიანი ეროვნული საბჭოს" წევრმა და გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტებს "ვიგინდარები" უწოდა და ისინი ინფორმაციის არასწორ გაშუქებაში დადანაშაულა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "კურიერის" ჟურნალისტები გაჩეჩილაძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასთან პროფესიულ თანამშრომლობას წყვეტენ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |