|
|
"რეზონანსი "
კვიტაშვილის მტკიცებით, 50-დღიანი პროგრამის ფარგლებში ბევრი კარგი რამ მოხდება
(პირველი) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, სანდრო კვიტაშვილის მტკიცებით, 50-დღიანი პროგრამის ფარგლებში "ბევრი კარგი რამ მოხდება". საქართველოს მთავრობის ახალი სახე პროგრამის ყველა დეტალის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. "საქართველოს მთავრობას პირველად აქვს კვირებზე გათვლილი კონკრეტული გეგმა. გეგმის დეტალების კონკრეტიკა ხვალ მოხდება, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ხელფასებისა და პენსიების გარდა, პრესკონფერენციაზე სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც გავახმოვანებ", - განაცხადა კვიტაშვილმა პრემიერ ლადო გურგენიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე განცხადებით, 50-დღიანი პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა და პროგრამის შესრულებისთვის არანაირი დამატებითი სახსრების მობილიზება არ მოხდება. როგორც ცნობილია, ეკონომიკური და სოციალური ბლოკის მინისტრებთან ლადო გურგენიძე შეხვედრებს გუშინ დილიდან მართავდა. მთავრობის წევრებს აღნიშნული პროგრამის საბოლოო ვარიანტი უნდა შეემუშავებინათ.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |