"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

შარაშიძე "თბილისის წყლის" პრივატიზებას გამოეხმაურა

(ინტერპრესნიუსი) ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ "თბილისის წყალის" პრივატიზებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, "თბილისის წყალთან" დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა იყო გამოცხადებული, შეირჩა საუკეთესო წინადადება და გამარჯვებულ კომპანიას ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით, პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა.

"თბილისის წყალის", "ჟინვალჰესის" და რამდენიმე სხვა ობიექტის მფლობელი შვეიცარიული"კომპანია "მულტიპლექს სოლუშენის" მიერ დაფუძნებული "მულტიპლექსჯორჯია" გახდა.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com