"რეზონანსი "
# 45
სამშაბათი, 19 თებერვალი, 2008 წელი

შესაწყალებელ პატიმართა სია კიდევ ერთხელ გადაიხედება

(პირველი) საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, შესაწყალებელ პატიმართა სია კიდევ ერთხელ გადაიხედება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრ ნიკა გვარამიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ასევე გამოიყოფა გარკვეული ოდენობის თანხა, რათა ციხეებში პატიმრებმა გარკვეული პროფესიის დაუფლება შეძლოს.

"ციხიდან შრომით ბაზარზე ადამიანი მომზადებული უნდა გავიდეს, ისე როგორც არასრულწლოვანი პატიმრებისთვის არის აუცილებელი განათლების საკითხის მოგვარება", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ იგი შესაწყალებელ პატიმართა სიას კიდევ ერთხელ გადახედავს და მას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. სააკაშვილს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის დროს არ დაუკონკრეტებია, მოხვდებიან თუ არა შესაწყალებელთა სიაში ის პატიმრები, რომელთა გათავისუფლებასაც ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს.



(c) გაზეთი " რეზონანსი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი



2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com