|
|
"რეზონანსი "
საერო-კავკასიური კონფედერაცია თბილისს სოხუმთან შუამავლობას სთავაზობს
(პირველი) საერო-კავკასიური კონფედერაცია საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან შუამავლობას სთავაზობს. როგორც საერთო კავკასიური კონფედერაციის თავმჯდომარემ ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა, მათ შეუძლიათ მხარეები დიალოგისათვის ურთიერთნდობის, ღირსების და სამართლიანობის საფუძველზე მოამზადონ. საერო-კავკასიური კონფედერაცია კონფლიქტების დიალოგის გზით გადაჭრას ემხრობა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდით გადაწყვეტის წინააღმდეგ გამოდის. "თუ ომს საქართველო მოიგებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე პრაქტიკულად აფხაზები აღარ დარჩებიან, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ხოლო თუ ბრძოლაში საქართველო დამარცხდება, ის ამ ტერიტორიის დაკარგვას იურიდიულად გააფორმებს, რაც ასევე დაუშვებელია", - აცხადებენ საერო-კავკასიური კონფედერაციის წარმომადგენლები. მათივე მტკიცებით, "რუსეთი არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ თუ ამის მცდელობა მაინც იქნება, მას საერთაშორისო მხარდაჭერა არ მოჰყვება და ეს თავად რუსებმაც კარგად იციან. რუსეთის საპასუხოდ საქართველოს შეუძლია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა სცნოს და ამით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს, რამაც შესაძლოა კავკასიური ომიც გამოიწვიოს". საერო-კავკასიური კონფედერაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ათ წელზე მეტია კავკასიელი ხალხის კულტურული დაახლოები მიზნით მოღვაწეობს. ორგანიზაციის ფუნქციონირების ძირითად მიზანს კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა წარმოადგენს.
(c) გაზეთი " რეზონანსი "
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |